მოითხოვე და მოგეცემა
სისტემაში შესვლა
მოძებნეთ პეტიცია
პეტიცია საქართველოში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
 

პეტიცია საქართველოში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ


ავტორი:Daniel
ხელმოწერების რაოდენობა: 10
ნახვის რაოდენობა: 1490
შექმნის თარიღი: 11.08.2008
დასრულების თარიღი: 11.11.2008
 

რუსეთმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა სუვერენულ დემოკრატიულ საქართველოს. რუსეთი ბომბავს საქართველოს ქალაქებს, აეროპორტებს,რკინიგზას, სტადიონებს, სამოქალაქო დასახლებებს და ყველაფერს რისი მიწასთან გასწორებაც შეიძლება. სანამ საერთაშორისო საზოგადოება არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად ათასობით მოქალაქე იჭრება და იღუპება რუსული ტანკების და ბომბდამშენი თვითმფრინავების დაბომბვისგან. რუსეთი თავს დაესხა დემოკრატიულ სუვერენულ ქვეყანას!


სასწრაფო მოქმედებაა საჭირო რუსეთის შესაჩერებლად. ა.შ.შ-მ, ევროპამ, გაერომ და სხვებმა უნდა იღონონ ყველაფერი იმისათვის რომ შეაჩერონ ეს უბედურება რას შეიძლება სწრაფად. მოცდა არ შეიძლება. გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი და შეატყობინოთ ყველას საქართველოში მიმდინარე მოვლენები.


გთხოვთ იყოთ ყურადღებით: რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია და საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ტყუილებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ირწმუნებიან რა რომ რუსეთი იცავს მშვიდობას და ყველაფერი ქართველების ბრალია. არ წამოეგოთ რუსული ტელევიზიის ამ ხრიკებს და პროპაგანდას!

ვრცლად მომხდარის შესახებ:

ალბათ მოგისმენიათ სხვადასხვა ჭორი მომხდარის შესახებ, უმეტესობა რასაც გაიგონებთ ალბათ ტყული და პროპაგანდა აღმოჩნდება რუსული მედიისა. აი რა მოხდა სინამდვილეში: საქართველოს აქვს რეგიონი "სამხრეთ ოსეთი" რომელმაც სცადა გამოყოფოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ 1990იან წლებში (საბჭოთა კავშირს ოკუპირებული ყავდა საქართველო და მისი რეგიონები 70 წელზე მეტ ხანს) ამ რეგიონის გამოყოფის მცდელობა იყო მოფიქრებული რუსეთს მთავრობის მიერ და ხელშეწყობილი ამ წლების განმავლობაში. სეპარატისტულმა მოძრაობამ გამოიწვია ცონფლიქტი საქართველოს და მის რეგიონს "სამხრეთ ოსეთს" შორის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კონფლიქტი რუსეტს და საქართველოს შორის. რუსეთმა შემოიყვანა ჯარი რეგიონში სამშვიდობო მისიისათვის, და მოამარაგა სეპარატისტები განუზომელი რაოდენობის იარაღით, რაც სინამდვილეში რეგიონის კონტროლისთვის იქნა განხორციელებული. მას შემდეგ საქართველომ მრავალგზის სცადა მოეგვარებინა ცონფლიქტი მშვიდობიანი გზებით, შესთავაზა დეფაქტო სეპარატისტულ მთავრობას ავტონომია და ყველაფერი რაც სეპარატისტებს შეეძლოდ ეოცნებათ, მაგრამ მოგვარებული კონფლიქტი არ შედიოდა რუსეთის გეგმებში რადგან იგეგმებოდ საქართველოს მიწის მიტაცება და ანექსია. რუსეთის ამჟამინდელი მოახდინოს საქართველოს დესტაბილიზაცია, რათა არ დაუშვას საქართველოს ნატოში შესვლა როგორც მათ უკვე აღნიშნეს: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ საქართველო და უკრაინა არ შევიდნენ ნატოში". ახლახანს, სამხრეთ ოსეთის მხარემ აამუშავა რუსეთის გეგმა გამოეწვია და ჩაეთრის საქართველო კონფლიქტში ქართული სოფლების დაბომბვით 11 დღის განმავლობაში. საქართველომ არ უპასუხა, სთხოვა სეპარატისტებს შეეჩერებინა დაბომბვები, მაგრამ ისინი არ გაჩერდნენ. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ ტერიტორიაზე გაეტარებინა სპეცოპერაცია და განედევნა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მებრძოლები რომლებიც ატერორებდნენ რეგიონს ამდენი ხნის მანძილზე. ქართულმა ძალებმა აიძულეს სეპარატისტი მებრძოლები დაეტოვებინათ პოზიციები და გაქცეულიყვნენ ჩრდილოეთით რუსეთის საზღვარზე. რუსეთმა ამას უპასუხა საქართველოში შემოჭრით და დაბომბა არა მარტო სამხრეთ ოსეთი, არამედ მთელი საქართველო.


 
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
..................................................
საწყისი გვერდი პროექტის შესახებ კონტაქტი
უახლესი 5 პეტიცია
ყველაზე პოპულარული პეტიციები
უკანასკნელი სიახლეები
თვის პეტიციები
დიზაინი: საბა ჩხაიძე; საიტის ავტორი და შესრულება: თეა ხარიტონაშვილი
 
 

Tools.ge