მოითხოვე და მოგეცემა
სისტემაში შესვლა
მოძებნეთ პეტიცია
მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის პროტესტი!
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
 

მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის პროტესტი!


ავტორი:თამუნა
ხელმოწერების რაოდენობა: 45
ნახვის რაოდენობა: 2735
შექმნის თარიღი: 07.11.2007
დასრულების თარიღი: 07.02.2008
 

ის რაც დღეს, 2007 წლის 7 ნოებერს მოხდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია სრულიად საქართველოსა და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისათვის!

დღეს დაარბიეს საქართველოს მოსახლეობა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით, იმის გამო რომ მათ ჰქონდათ საკუთარი მოსაზრება არჩევნებზე და საქართველოს პრეზიდენტის მმართველობაზე რაც არამც თუ გაითვალისწინა მთავრობამ, არამედ საქართველოს პრეზიდენტმა არც კი ჩათვალა საჭიროდ გასაუბრებოდა მათ! მათ უბრალოდ გადაწყვიტეს დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები ზემოთხსენებული მეთოდებით რაც ყოვლად მიუღებელია ერისათვის!

მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს ამ იდეებს და მიტინგზე გამოსული ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მიერ მოსყიდული და ყურით მოთრეული ხალხია, რომლებსაც ოპოზიცია იყენებს საკუთარი მიზნებისათვის!

რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს იმ ფაქტს, რომ წავიდა მიტინგებით და აქციებით პრობლემის მოგვარების დრო, იქნებ ცივილური მეთოდებით გვეცადა საკუთარი აზრის დაფიქსირება და ამ პეტიციის უმაღლეს ეშელონებამდე მიტანა, რათა ჩვენმა პრეზიდენტმა ისმინოს იმ ხალხის ხმა, რომლების არიან ან არ არიან ამ დღეებში გამართული მიტინგის მონაწილეეები და მიეკუთვნებიან ოპოზიციის ბრმა იარაღებს!
გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი და მიმართოს ხალხს!

გთხოვთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ამ აქციასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას!


 
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
..................................................
საწყისი გვერდი პროექტის შესახებ კონტაქტი
უახლესი 5 პეტიცია
ყველაზე პოპულარული პეტიციები
უკანასკნელი სიახლეები
თვის პეტიციები
დიზაინი: საბა ჩხაიძე; საიტის ავტორი და შესრულება: თეა ხარიტონაშვილი
 
 

Tools.ge