მოითხოვე და მოგეცემა
სისტემაში შესვლა
მოძებნეთ პეტიცია
გზების გადაკეტვა
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
 

გზების გადაკეტვა


ავტორი:Giorgi
ხელმოწერების რაოდენობა: 5
ნახვის რაოდენობა: 881
შექმნის თარიღი: 22.05.2009
დასრულების თარიღი: 22.06.2009
 

ბატონებო და ქალბატონებო,

როგორც მოგეხსენებათ, ერთ თვეზე მეტია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მის დედაქალაქში მიმდინარეობს ოპოზიციის საპროტესტო აქციები, რის გამოც გადაკეტილია თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი, ასევე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გადაკეტილი იყო კოსტავას ქუჩა. ამავე დროს  პერიოდულად ხდება ამა თუ იმ ქუჩის გადაკეტვა და გაფრთხილებები ოპოზიციის მხრიდან ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირების შესახებ.

ჩვენ, ქვევით ხელისმომწერნი, არამც და არამც არ გამოვთქვავთ იმის სურვილს, რომ შეიზღუდოს მოქალაქეების აზრის გამოხატვის საშუალება, როგორიც შეიძლება იყოს საპროტესო აქციები.

ამავე დროს, აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიგვაჩნია როგორც ზემოაღნიშნული ქუჩების თუ გამზირის გადაკეტვა, ასევე კატეგორიულად მიუღებელია ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ილახება იმ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ საპროტესტო აქციებში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ პეტიციით არ გამოვხატავთ ხელისუფლების თუ ოპოზიის მიმართ რაიმე სახის მხარდაჭერას, არამედ მოვითხოვთ, რომ ისევე როგორც აუცილებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციების ორგანიზების უფლება, ასევე დაცული იყოს იმ მოქალაქეების უფლებებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მონაწილეობენ ამ აქციებში. ერთი მოქალაქის უფლების დაცვა თუ განხორციელება არ უნდა ხდებოდეს სხვა მოქალაქეების ხარჯზე


 
ამ პეტიციაზე ხელის მოწერა | ხელმოწერების დათვალიერება
..................................................
საწყისი გვერდი პროექტის შესახებ კონტაქტი
უახლესი 5 პეტიცია
ყველაზე პოპულარული პეტიციები
უკანასკნელი სიახლეები
თვის პეტიციები
დიზაინი: საბა ჩხაიძე; საიტის ავტორი და შესრულება: თეა ხარიტონაშვილი
 
 

Tools.ge