„კავკაზუს ონლაინსა“ და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ატეხილმა დავამ საზოგადოება დიდი ხანია მოიცვა.
აქცია სახელწოდებით „არა! - 15 ლარს“ „კავკაზუს ონლაინის“ აბონენტთა ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელთაც DSL-ით მომსახურება „გაერთიანებული ტელეკომის“ თვითნებური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან 15 ლარით გაუძვირდებათ.
„გაერთიანებული ტელეკომის“ ხელმძღვანელობამ ფასების მომატება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, რის მიხედვითაც ინტერნეტ-პროვაიდერებს DSL წყვილის მომსახურებაში 3,5 ლარის ნაცვლად 21 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა მაშინ მარეგულირებელმა კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკანონო უწოდა.
მოგვიანებით, „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ აღნიშნული თანხის ამოღება მოსახლეობის ხარჯზე ისურვა და „კავკაზუს ონლაინის“ თითოეულ აბონენტს ბინაზე ზარით შეატყობინა ინტერნეტ-მომსახურების 15 ლარით გაზრდის თაობაზე, რომელიც ტელეფონის 4-ლარიან სააბონენტო გადასახადს დაემატება.
“კავკაზუს ონლაინი” “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დაწესებულ ახალ ტარიფს ასაჩივრებს და ამ საქმეში თითოეული აბონენტის ინტერესებსაც დაიცავს.
თუ გსურთ შეებრძოლოთ უკანონობას, გამოხატეთ თქვენი აზრი, აქტიურად ჩაებით აქციაში „არა 15“ და განათავსეთ სასურველი ბანერი თქვენს ვებ-გვერდზე.